ძვირფასო კოლეგებო

მექანიზმებისა და მანქანების მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის საერთაშორისო ფედერაციის (იფტომმ) და იფტომმ-ის საქართველოს კომიტეტის 2014 წლის (19-21 ივნისი) საერთაშორისო კონფერენცია “მექანიკა-2014” დადგენილების თანახმად იფტომმ-ის საქართველოს კომიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, რ. დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის, აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის ეროვნული უნივერსიტეტის და საქართველოს საინჟინრო აკადემიის ხელშეწყობითა და მხარდაჭერით 2018 წლის 23 – 25 ივნისს თბილისში, საქართველო, ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “მექანიკა-2018”.

გიწვევთ მესამე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობას მისაღებად.

ნებისმიერი ინფორმაციისათვის მოგვწერეთ ელექტროფოსტაზე mechanics2018@gciftomm.org.ge
ან დარეკეთ ტელეფონზე +995 555 372583 მალხაზ ნიკოლაძე